თეგებით ძიება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

ხვალ, 19 მაისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირისა და ჰოლბრუკის ქუჩის კვეთაზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 19 მაისს, საღამოს 22:00 საათიდან 20 მაისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ისნის რაიონში - ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N1-3; N 1/2; N1/3, აბრამიშვილის, მეგობრობის, ახმედ ჯავადის, მიკოლა ბაჟანის, არტურ ლაისტის, მარჯორი უორდროპის, აფშინაშვილის, ალექსანდრე ამილახვარის, რიჩარდ ჰოლბრუკის, რთველაძისა და იუნკერთა ქუჩებს. კრწანისის რაიონში - გულუასქუჩას, გულუას 1-ელ ჩიხს, შალვა დავითაშვილის, ცოლიკაურის და ირაკლი ჟორდანიას ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა