თეგებით ძიება

საქართველოდან სირიაში ავტომობილების გაყვანა დაიწყო, ქვეყანა რეექსპორტიორთა ათეულშია - რა ფასად გადის მანქანები

საქართველოდან სირიაში ავტომობილების გაყვანა დაიწყო. მეტიც, ქვეყანა უკვე მანქანების რეექსპორტიორთა ათეულშია. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ჩანს, წელს, იანვარ-აპრილში აღნიშნულ ქვეყანაში საქართველომ 70 ერთეული, 594.1 ათასი აშშ დოლარის ღირებულების მანქანა გაიყვანა, რაც 2018 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

უფრო კონკრეტულად, საქსტატის მიხედვით, 2018 წელს საქართველოდან სირიაში 4 ცალი (12.47 ათასი აშშ დოლარის) ავტომობილი გავიდა; მანამდე, 2014 წელს მხოლოდ 1 ავტომობილის (1.14 ათასი აშშ დოლარი) რეექსპორტი განხორციელდა, 2013 წელს 44 ცალის (266.51 ათასი აშშ დოლარი), 2012 წელს 1 ერთეულის (3.8 ათასი აშშ დოლარი) და 2011 წელს 2 ერთეულის (14.16 ათასი აშშ დოლარი).

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, წელს 4 თვეში საქართველოდან სირიაში ექსპორტირებული 1 ერთეული ავტომობილის ღირებულება, საშუალოდ, 8.5 ათასი აშშ დოლარია.

რაც შეეხება ზოგად მონაცემებს, 2025 წლის იანვარ-აპრილში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 753.9 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 37.4%-ს შეადგენს. ამასთან, მონაცემების მიხედვით, წელს საანგარიშო პერიოდში, წინა წლის 4 თვესთან შედარებით, მანქანების ექსპორტი გაზრდილია (თანხობრივად) 30.7%-ით.

სტატისტიკის მიხედვით, წელს საქართველოდან ავტომობილები გავიდა შემდეგ 10 ქვეყანაში:

  • ყირგიზეთი - 12 508 ერთეული (408.104 მლნ აშშ დოლარი)
  • ყაზახეთი - 12 055 ერთეული (219.268 მლნ აშშ დოლარი)
  • აზერბაიჯანი - 2 853 ერთეული (79.899 მლნ აშშ დოლარი)
  • სომხეთი - 666 ერთეული (15.785 მლნ აშშ დოლარი)
  • ტაჯიკეთი - 446 ერთეული (9.811 მლნ აშშ დოლარი)
  • უზბეკეთი - 26 ერთეული (8.868 მლნ აშშ დოლარი)
  • უკრაინა - 239 ერთეული (2.078 მლნ აშშ დოლარი)
  • თურქეთი - 112 ერთეული (1.280 მლნ აშშ დოლარი)
  • მოლდოვა - 9 ერთეული (1.089 მლნ აშშ დოლარი)
  • სირია - 70 ერთეული (594.1 ათასი აშშ დოლარი)


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა