თეგებით ძიება

2025 წელს რკინიგზით გამოგზავნილი ტვირთის ნახევარზე მეტი რუსეთზე მოდიოდა - საქსტატი

2025 წლის I კვარტალში რკინიგზით გამოგზავნილი ტვირთის ნახევარზე მეტი, 51% რუსეთზე მოდიოდა - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში. ამავე მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთზე მოდიოდა რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 12.8 პროცენტი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 6.8 პროცენტით ნაკლები, სულ 3.0 მლნ. ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 8.4 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 33.6 პროცენტი - საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 58.0 პროცენტი - ტრანზიტზე.

2025 წლის I კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 74.1 პროცენტი მოდის ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 25.9 პროცენტი კი - ქვეყნიდან გატანილზე.

ამასთან, 2025 წლის I კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 51.0 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 23.2 პროცენტის გამომგზავნს - აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო (ჯამურად 25.8 პროცენტი).

2025 წლის I კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 12.8 პროცენტის დანიშნულების ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 9.1 პროცენტისას - სომხეთი, 8.0 პროცენტისას - ყაზახეთი, თითოეული დანარჩენი ტვირთის მიმღები ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო (ჯამურად 70.1 პროცენტი).

2025 წლის I კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 13.2 პროცენტი - თურქეთი, 9.7 პროცენტი - ნიდერლანდები, 5.3 პროცენტი - უკრაინა, 3.8 პროცენტი - ჩინეთი, 3.3 პროცენტი - რუმინეთი, 2.5 პროცენტი - იტალია, 0.8 პროცენტი - აშშ, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 3.3 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 2.3 პროცენტისას - თურქეთი, 2.2 პროცენტისას - საბერძნეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.

საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 34.5პროცენტი მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე; 20.6 პროცენტი - ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების; რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 17.8 პროცენტი - ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე.

2025 წლის I კვარტალში სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 55.3 პროცენტი ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე მოდიოდა, 27.1 პროცენტი ეჭირა კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებს, ხოლო 7.4 პროცენტი - სატრანსპორტო აღჭურვილობის სასაქონლო ჯგუფს.

რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (49.3 პროცენტი), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (18.5 პროცენტი), ძირითადი ლითონები (7.1 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (6.6 პროცენტი), ქვანახშირი და ლიგნიტი; ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (5.8 პროცენტი), სოფლის მეურნეობის,ნადირობისა და მეტყევეობის პროდუქტები (5.1პროცენტი) და ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (3.2 პროცენტი); ხოლო გატანილია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (42.1 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (29.1პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (11.4 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (6.7 პროცენტი).

გარდა ამისა, 2025 წლის I კვარტალში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 79.8 პროცენტის ამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (33.8 პროცენტი), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (27.8 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (18.2 პროცენტი).


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა