თეგებით ძიება

მიჩიგანის ტბის თავზე "ნისლის ცუნამი" დააფიქსირეს - ნახეთ ვიდეო

დედამიწაზე ამინდთან დაკავშირებული არაერთი გასაოცარი ფენომენია. მათ შორსაა „ნისლის ცუნამი", რომელიც მართლაც უზარმაზარ ტალღებს მოგვაგონებს და შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის. ეს მოვლენა ახლახან აშშ-ში მდებარე მიჩიგანის ტბის თავზე დააფიქსირეს.

ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელიც ქალაქ საუტ-ჰევენში მცხოვრებმა ფოტოგრაფმა, სკოტ ჯონსონმა, გადაიღო. მან ივარაუდა, რომ ასეთი ნისლი ამ არეალის მახლობლად, აღმოსავლეთით, იმ პერიოდში მძვინვარე ჭექა-ქუხილს უკავშირდება, რომელმაც ცივი აირების ნაკადი წარმოქმნა. შემდეგ ეს ტბის მაღლა არსებულ ნისლის ფენას შეერწყა და მისი ზემოთ გადანაცვლება გამოიწვია, ტალღისებური მოძრაობით, რომელიც ქვემოთ წარმოდგენილ აჩქარებულ კადრებშია ნაჩვენები.

15 მაისს მიჩიგანის გრანდ რაპიდსის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გამოაქვეყნა პროგნოზი, რომლის მიხედვითაც ჭექა-ქუხილი, ძლიერი ქარი და სეტყვა იყო მოსალოდნელი. შესაბამისად, „ნისლის ცუნამის" ფორმირებისთვის სათანადო წინაპირობა ჰქონდა.

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა