თეგებით ძიება

2024 წელს მსოფლიოში საქართველოს სრული ფართობის ოდენობის ტროპიკული ტყეები გაქრა

ახალი თანამგზავრული ანალიზის თანახმად, მსოფლიოს ტროპიკული ტყეები იმაზე უფრო სწრაფად ქრებიან, ვიდრე ოდესმე. ამის შესახებ BBC-ი წერს.

მკვლევარების მონაცემების მიხედვით, 2024 წელს 67 ათასი კვადრატული კილომეტრი ხელუხლებელი ტყე გაქრა. ეს კი თითქმის იმდენივეა, რამდენიც საქართველოს სრული ფართობია (69.7 ათასი კვადრატული კილომეტრი).

ასეთი ტიპის ტყეები, კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგოდ, მნიშვნელოვანი ბუფერია და, ამ მხრივ, სერიოზული დატვირთვა აქვს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა