ცნობილია როდის შედგება 2025 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოვება
მოგეხსენებათ, რომ გამოცემა "France Football" ყოველწლიურად დიდ ღონისძიებას მართავს, სადაც ფეხბურთელებს წლის მიხედვით აჯილდოვებენ., კულმინაცია კი, რა თქმა უნდა ოქროს ბურთია.
ცნობილი ხდება თუ სად და როდის ჩატარდება ეს დაჯილდოვების ცერემონია 2025 წელს.
როგორც გამოცემა აანონებს, ცერემონია 22 სექტემბერს პარიზში შატლეს თეატრში გაიმართება.
ცნობისთვის, ეს ოქროს ბურთი რიგით 69-ე ღონისძიება იქნება.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ამ ცერემონიაზე მიწვეული იქნება, რადგანაც ამ ეტაპზე ის ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის მოიაზრება.
„ოქროს ბურთის“ პრედედენტების სია ასე გამოიყურება:
1. უსმან დემბელე (პსჟ);
2. ლამინე იამალი („ბარსელონა“);
3. რაფინია („ბარსელონა“);
4-5. ლაუტარო მარტინესი („ინტერი“);
4-5. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ);
6. მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“);
7. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ);
8-9. პედრი („ბარსელონა“);
8-9. აშრაფ ჰაკიმი (პსჟ)’
10. დეზირე დუე (პსჟ).