თეგებით ძიება

ხვალ შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია „თელასის" ინფორმაციით, 27 მაისს გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდებას, სოფელი ბეთანიის, სოფელი კიკეთის და სოფელი კოჯრის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I მიკრო რაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის I, II, III  მიკრორაიონების(ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), მარატ ნოზაძის, წმინდა ნინოს, ალეკო გობრონიძის და ლეო კერესელიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრო რაიონის (ნაწილობრივ), ალეკო გობრონიძის, შენგელიას, შულენბურგის და კეცხოველის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა