თეგებით ძიება

უცხოელებს მართვის მოწმობის მისაღებად საქართველოში ლეგალურად ყოფნის დადასტურება მოუწევთ

უცხოელებს საქართველოში მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლისთვის ბინადრობის ან კანონიერად ყოფნის დოკუმენტის წარდგენა დასჭირდებათ. შესაბამისი მუხლი დაემატა შს მინისტრის 2012 წლის №598 ბრძანებას, რომელიც სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარებას, მართვის უფლების მინიჭებას, გაუქმებას, საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის და გაუქმების პირობებს ეხება.

კერძოდ, ბრძანების 24-ე მუხლს ემატება ერთი ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების მიზნით, მართვის უფლების მისაღებ თეორიულ ან/და ერთ ან ორეტაპიან პრაქტიკულ გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ თეორიულ ან/და ერთ ან ორეტაპიან პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვების მოთხოვნის დროისთვის საქართველოში უკანასკნელ უწყვეტ 12-თვიან პერიოდში სულ მცირე 185 კალენდარული დღის კანონიერი საფუძვლით ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ბინადრობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე.

როგორც ცვლილებაშია აღნიშნული, ეს წესი არ ვრცელდება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებზე. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დოკუმენტებთან ერთად დამატებით უნდა წარმოადგინონ სააკრედიტაციო ბარათის ასლი.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე მართვის მოწმობის მისაღებად გასასვლელ გამოცდაზე, უცხოელების მიერ წარსადგენ დოკუმენტებად ბინადრობის ნებართვა და კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი არ იყო განსაზღვრული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა