რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ?
ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:
2 ივნისი
ამ დღეს შესაძლოა, წარსულის საიდუმლოებები მოულოდნელად გამოაშკარავდეს და გეგმები ჩაშალოს. კონტროლის დაკარგვისა და გაურკვევლობის განცდა გაგიჩნდებათ. ასევე, ჯობს, ინტუიციას არ დაეყრდნოთ. შესაძლოა, იმედგაცრუებული დარჩეთ. სარისკო გადაწყვეტილებებს თავი მაქსიმალურად აარიდეთ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კონფლიქტურ სიტუაციას მოერიდეთ. მომდევნო დღეებში ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება.
3 ივნისი
აღნიშნულ დღეს შესაძლოა, ემოციურმა არასტაბილურობამ შეგვაწუხოს და ვიფიქროთ, რომ ყველაფერი არასწორად მიდის. შინაგანი გაურკვევლობა შიშსა და შფოთვას გამოიწვევს. ამიტომ, შეეცადეთ, ეს დღე მშვიდად გაატაროთ, არ აჰყვეთ ემოციებს, დაკავდეთ საყვარელი საქმით და განიტვირთოთ.
4 ივნისი
ეს ძველი პროცესების დასრულებისა და ახალი ეტაპის დაწყების დღეა. შესანიშნავი პერიოდია იმისათვის, რომ ახალ პროექტებში ჩაერთოთ, განსხვავებული საქმეები წამოიწყოთ, ცოდნის გამრავალფეროვნებაზე იფიქროთ, სამომავლო გეგმები ჩამოაყალიბოთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ.
5 ივნისი
ტრანსფორმაციისა და განახლების ენერგია განსაკუთრებით ნათლად იგრძნობა. დაფიქრდით, რა შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენს ცხოვრებაში? გადადგით პირველი ნაბიჯები. როგორც ასტროლოგები ამბობენ, თუკი ამ დღეს რაიმეს წამოიწყებთ, ის იმაზე წარმატებული იქნება, ვიდრე შეიძლება, იფიქროთ.
6 ივნისი
იმპულსურობამ და მკვეთრმა ქმედებებმა მხოლოდ ზიანი შეიძლება მოგაყენოთ. ამ დღეს კონფლიქტების რისკი იზრდება. დღის ენერგია შინაგანი შრომისა და თვითკონტროლის საჭიროებაზე დაგაფიქრებთ. კამათსა და დაპირისპირებას მაქსიმალურად მოერიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგით განსაკუთრებით უკმაყოფილო იქნებით.
7 ივნისი
აღნიშნულ დღეს შესაძლოა, დაუგეგმავი ცვლილებები შეგვხვდეს და პრობლემების წინაშე აღმოვჩნდეთ. თუმცა, მათთან გამკლავება აუცილებელია. ეს დღე დაგვაფიქრებს, რომ დროა, შევისვენოთ, საკუთარ მიზნებს გადავხედოთ, დავრწმუნდეთ, რისი გაკეთება გვსურს და შემდგომ ნაბიჯებზე ვიფიქროთ.
8 ივნისი
ამ დღეს კომუნიკაცია გართულებულია. შესაბამისად, შესაძლოა, გაუგებრობები გაჩნდეს. ასტროლოგები გვირჩევენ, რომ აღნიშნული დღე დასვენებასა და განტვირთვას დავუთმოთ და დადებითი განწყობა შევიქმნათ.