ვაკანსიების რაოდენობა შემცირდა - რომელ სექტორში დაფიქსირდა ყველაზე დიდი კლება
2025 წლის აპრილში jobs.ge-ზე 6,577 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2025 წლის მარტში გამოქვეყნებულ ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით, 6.7%-ით მეტია, თუმცა 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.6%-ით ნაკლებია.
აღნიშნულის შესახებ ვკითხულობთ PMC კვლევითი ცენტრის პუბლიკაციაში.
„ამასთანავე, 2025 წლის თებერვლიდან 2025 წლის აპრილის ჩათვლით, გამოქვეყნდა 18,331 ვაკანსია, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 18.0%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ყველაზე დიდი, 21.8%- იანი კლება დაფიქსირდა ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიაში, რომელსაც ვაკანსიების საერთო რაოდენობის კლებაზე ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა აღნიშნულ პერიოდში.
2025 წლის თებერვლიდან 2025 წლის აპრილის ჩათვლით, 3,754 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.0%-ით ნაკლებია.
2025 წლის თებერვლიდან 2025 წლის აპრილის ჩათვლით, 709 ვაკანსია გამოქვეყნდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.5%-ით ნაკლებია. 2025 წლის თებერვლიდან 2025 წლის აპრილის ჩათვლით, 4,449 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16.3%-ით ნაკლებია“, - აღნიშნულია PMCG-ის პუბლიკაში.