თეგებით ძიება

ვრცელდება მიწისძვრის მომენტში გადაღებული კადრები თურქეთიდან - შემთხვევას 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის კადრები მედიაში ვრცელდება, სადაც ჩანს როგორ გარბიან მოქალაქეები და ტურისტები შენობებიდან. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

ძლიერი მიწისძვრა თურქეთში - მუგლას პროვინციაში, მარმარისის სანაპიროსთან მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.8 მაგნიტუდა შეადგინა.

მუგლას გუბერნატორის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად 70-მდე ადამიანი დაშავდა, ხოლო 14 წლის მოზარდი პანიკური შეტევის შედეგად გარდაიცვალა.

თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ხმელთაშუა ზღვაში, 67.91 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა