თეგებით ძიება

რუსული სააგენტო Park Live World-ის ორგანიზებით, Rammstein-ის სოლისტი ტილ ლინდემანი საქართველოში კონცერტს გამართავს - რა ღირს ბილეთები?

რუსეთში დაფუძნებული სააგენტო Park Live World-ის ორგანიზებით, გერმანელი მუსიკოსი და როკჯგუფ Rammstein-ის სოლისტი, ტილ ლინდემანი საქართველოში კონცერტს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას მუსიკოსი თავის სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ ლინდემანის მორიგი მსოფლიო ტურნე, სახელწოდებით Meine Welt ("ჩემი სამყარო"), სტარტს ოქტომბრის თვეში აიღებს და 11 იანვარს, სწორედ თბილისში დაგეგმილი კონცერტით დასრულდება. ღონისძიება თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება, ბილეთები კი 6 ივნისიდან გაიყიდება.

რა ეღირება საქართველოში დაანონსებული კონცერტის ბილეთები ამ დრომდე უცნობია, თუმცა საორიენტაციოდ, ტურნეს ფარგლებში გამართული კონცერტების ფასებს რომ გადავხედოთ, მაგალითად მეზობელ, თურქეთში გამართული კონცერტის ღირებულება $30 - $168-ს ფარგლებში მერყეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა