თეგებით ძიება

ირანი ძაღლების გასეირნებას კრძალავს - შეზღუდვა 18 ქალაქში ვრცელდება

ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ქვეყ­ნის რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში, სა­ჯა­რო სივ­რცე­ებ­ში ძაღ­ლე­ბის გა­სე­ირ­ნე­ბა აკ­რძა­ლა.

ქუ­ჩებ­ში ძაღ­ლე­ბის გა­სე­ირ­ნე­ბა დე­და­ქა­ლაქ თე­ი­რან­ში 2019 წლი­დან არის აკ­რძა­ლუ­ლი. ეს წესი გა­სულ კვი­რას კი­დევ 18 ქა­ლაქ­ში გავ­რცელ­და. ასე­ვე აიკ­რძა­ლა ძაღ­ლე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით (მო­პე­დი, ვე­ლო­სი­პე­დი და ა.შ.).

აკ­რძალ­ვის მი­ზე­ზად სა­ხელ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბი.

1979 წლის ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ ირან­ში ძაღ­ლე­ბის ყოლა ნა­წი­ლობ­რივ აიკ­რძა­ლა, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძაღ­ლებს „უწ­მინ­დურ“ არ­სე­ბე­ბად და და­სავ­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი გავ­ლე­ნის მემ­კვიდ­რე­ო­ბად მი­იჩ­ნევს.

თუმ­ცა, რო­გორც BBC წერს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მცდე­ლო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, იზ­რდე­ბა ახალ­გაზ­რდე­ბის რი­ცხვი, რომ­ლებ­საც ძაღ­ლი ჰყავს. ეს ირა­ნის შემ­ზღუ­და­ვი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ტეს­ტის ფორ­მად აღიქ­მე­ბა.

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო AFP-ის ცნო­ბით, აკ­რძალ­ვა და­წეს­და ისეთ ქა­ლა­ქებ­ში, რო­გო­რი­ცაა ის­პა­ჰა­ნი და ქერ­მა­ნი.

წე­სე­ბის დამ­რღვე­ვი პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ „სა­მარ­თლებ­რი­ვი ზო­მე­ბი“ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

„ძაღ­ლე­ბის გა­სე­ირ­ნე­ბა საფრ­თხეს უქ­მნის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჯან­მრთე­ლო­ბას, სიმ­შვი­დე­სა და კომ­ფორ­ტს“, - გა­ნუ­ცხა­და სა­ხელ­მწი­ფო გა­ზეთ „ირანს“ და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე ქა­ლაქ ჰა­მე­და­ნის პრო­კუ­რორ­მა აბას ნა­ჯა­ფიმ.

ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში ძაღ­ლის გა­სე­ირ­ნე­ბის გამო, პატ­რო­ნე­ბი და­უ­პა­ტიმ­რე­ბი­ათ და ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩა­მო­ურ­თმე­ვი­ათ.

ამას­თან, ირა­ნის კულ­ტუ­რი­სა და ის­ლა­მუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის სა­მი­ნის­ტრომ 2010 წელს ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი­სა და ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის რეკ­ლა­მა აკ­რძა­ლა.

წყა­რო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა