თეგებით ძიება

"დიდი განცხადება! მე და მერაბ დვალიშვილი ამ კვირაში საქართველოში ჩამოვდივართ!“ - ნინა დრამა გამომწერებს მიმართავს

ცნობილი მოდელი, ტიკტოკერი, ჟურნალისტი და ინფლუენსერი ნინა დრამა, რომლის საქმიანობაც UFC-ის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციას ეხება, საქართველოში ჩამოდის.

ამის შესახებ UFC-ის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალის დამარცხების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ახლა 1 კვირით საქართველოში მივდივარ ნინა დრამასთან და სხვა მეგობრებთან ერთად, მერე აზერბაიჯანში წავალთ. შემდეგ კი დავბრუნდები ილია თოფურიას მხარდასაჭერად", - აღნიშნა დვალიშვილმა რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე.

სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ინფლუენსერი, რომელიც წერს რომ საქართველოში ჩამოდის. 

„დიდი განცხადება! მე და მერაბ დვალიშვილი ამ კვირაში საქართველოში ჩამოვდივართ! მე მერაბთან ერთად ჩემს თავგადასავლებს პირდაპირ ეთერში გადავუღებ. მოუთმენლად ველი საქართველოს ყველა ლამაზ ადამიანთან შეხვედრას, თქვენი კულტურის შესწავლას, გემრიელი საჭმლის დაგემოვნებას და ცეკვას! ყველა თბილ შეტყობინებას ვხედავ და მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას!“ - წერს ნინა დრამა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა