ეკლესია გლდანში, რომელიც 11 საუკუნეზე მეტი ხნისაა
გლდანის წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ეკლესია მდებარეობს თბილისში, სოფელ გლდანის ჩრდილოეთით, ძველ სასაფლაოზე. აგებულია IX-X საუკუნეებში.
ნაგებობა სამეკლესიიანი ბაზილიკაა (11,1X10,7 მ), ნაშენია ქვიშაქვის თანაბარი კვადრებით. სამხრეთის ეკლესიის დიდი ნაწილი და მოგვიანებით მიშენებული ჩრდილო-დასავლეთის სათავსის სახურავი ჩანგრეულია. ლავგარდანი მხოლოდ შუა ეკლესიას აქვს. XVIII-XIX საუკუნეებში შუა ეკლესიისათვის დასავლეთიდან ორი კონტრფორსი მიუშენებიათ და სახურავი განუახლებიათ.