ქართულ დიპლომებს ჩინეთში აღიარებენ - რა წერია დადგენილებაში
საქართველოსა და ჩინეთს შორის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომებისა და სერტიფიკატების აღიარება მოხდება. ამის შესახებ მთავრობის დადგენილებაშია საუბარი.
აღნიშნული დოკუმენტი 9 ივნისის თარიღთ გამოქვეყნდა და იმავე დღიდან ითვლება ძალაში.
კერძოდ, დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის უმაღლესი განათლების ხარისხისა და დიპლომების/სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ“ შეთანხმება უკვე დამტკიცებულია.
დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა აცნობოს:
საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;
ასევე, შეატყობინოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.
შესაბამის დოკუმენტს ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.