თეგებით ძიება

"ვტირი, ისეთი ბედნიერი ვარ...“ - რას წერს ნინა დრამა საქართველოზე და ქართველებზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია.

34 წლის ქართველმა მებრძოლმა საჩემპიონო ქამარი 8 ივნისს ამერიკელი შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ დაიცვა. დვალიშვილი საქართველოში 10-კაციან ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა და როგორც განაცხადა, სამშობლოში ერთ კვირას დაყოფს. შემდეგ ის აზერბაიჯანში გადაინაცვლებს, სადაც ბაქოში გასამართ UFC-ის ღონისძიებას დაესწრება.

მერაბ დვალიშვილთან ერთად საქართველოში იმყოფება ცნობილი ჟურნალისტი ნინა დრამა, რომელიც UFC-ის პრომოუტერია. იგი MMA-ს შესახებ გასართობ კონტენტს ქმნის. ამჯერად ნინა დრამა სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომელზედაც საქართველოზე წერს:

„უბრალოდ მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მშვენიერ ხალხს სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ გაშლილი ხელებით მიმიღეს თავიანთ ქვეყანაში. ამდენი სიყვარული და პოზიტივი არასდროს განმიცდია! ვტირი, ისეთი ბედნიერი ვარ“, - წერს ნინა დრამა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა