თეგებით ძიება

რას მალავს ირანი თავის ბირთვულ ობიექტებში და რით აპირებს ისრაელზე შურისძიებას - გვირაბებში "დამარხული იარაღის საიდუმლო"

ის­რა­ელ­მა გამ­თე­ნი­ი­სას ირან­ზე უპ­რე­ცე­დენ­ტო თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რომ­ლის სა­მიზ­ნეც ქვეყ­ნის ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მის ლო­კა­ცი­ე­ბი და მა­ღა­ლი რან­გის სამ­ხედ­რო ლი­დე­რე­ბი იყ­ვნენ.

ის­რა­ელ­მა თავ­დას­ხმი­სას 200 გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი გა­მო­ი­ყე­ნა, ჩა­მო­აგ­დო 330-ზე მეტი „სხვა­დას­ხვა საბ­რძო­ლო მა­სა­ლა“ და ირან­ში 100-ზე მეტ სა­მიზ­ნეს და­არ­ტყა.

ის­რა­ე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის წყა­როს ცნო­ბით, სა­მიზ­ნედ ირა­ნის უმაღ­ლე­სი სამ­ხედ­რო ლი­დე­რე­ბი, ასე­ვე წამ­ყვა­ნი ბირ­თვუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ. ქვე­ყა­ნა თავს და­ეს­ხა ირა­ნის უდი­დეს ურა­ნის გამ­დიდ­რე­ბის ობი­ექტს - ნა­ტან­ზის ბირ­თვულ ობი­ექტს, მაგ­რამ გა­ე­როს ბირ­თვუ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, რა­დი­ა­ცი­ის დო­ნის ზრდა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

დარ­ტყმე­ბის შე­დე­გად რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ლი რან­გის ირა­ნე­ლი მე­თა­უ­რი და­ი­ღუ­პა. მათ შო­რის არი­ან:

ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის გუ­შაგ­თა კორ­პუ­სის გავ­ლე­ნი­ა­ნი მთა­ვარ­სარ­და­ლი - გე­ნე­რა­ლი ჰო­სე­ინ სა­ლა­მი;

ირა­ნის უმაღ­ლე­სი რან­გის სამ­ხედ­რო ოფი­ცე­რი - გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი მო­ჰა­მედ ბა­გე­რი

და ირა­ნის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ალი შამ­ხა­ნი.

სა­პა­სუ­ხოდ ირან­მა ის­რა­ე­ლის ტე­რი­ტო­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით 100-ზე მეტი დრო­ნი გა­უშ­ვა. ის­რა­ელ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და.

CNN-ი რამ­დე­ნი­მე აქ­ტუ­ა­ლურ შე­კი­თხვას გან­მარ­ტავს:

რა­ტომ არის ირა­ნის გა­მაგ­რე­ბუ­ლი ბირ­თვუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა ასე რთუ­ლი?

სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ირან­მა წლე­ბი და­ხარ­ჯა თა­ვი­სი ბირ­თვუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის გა­სა­მაგ­რებ­ლად.

"(ირა­ნე­ლე­ბის) მიერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ბე­ტო­ნის ტიპი სი­ნამ­დვი­ლე­ში ძა­ლი­ან სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი, გა­მაგ­რე­ბუ­ლი ბე­ტო­ნია. გა­ურ­კვე­ვე­ლია, შე­უძ­ლი­ათ თუ არა ის­რა­ე­ლის ბომ­ბებს ამ ტი­პის ბე­ტონ­ში შეღ­წე­ვა“, - თქვა CNN-ის სამ­ხედ­რო ანა­ლი­ტი­კოს­მა სედ­რიკ ლე­ი­ტონ­მა.

ზო­გი­ერ­თი ობი­ექ­ტი მი­წის­ქვეშ არის და­მარ­ხუ­ლი, რათა ის­რა­ე­ლის ია­რა­ღის­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლი იყოს.

ვა­შინგტონ­ში, კუ­ინ­სის ინ­სტი­ტუ­ტის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა, ტრი­ე­ტა პარ­სიმ, თქვა, რომ მა­გა­ლი­თად, ირა­ნის ფორ­დო­უს ბირ­თვუ­ლი ობი­ექ­ტი ნა­ხე­ვა­რი მი­ლის სიღ­რმე­ზე მდე­ბა­რე­ობს.

ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს უფ­როს­მა მკვლე­ვარ­მა, ალექს პლი­ცას­მა, თქვა, რომ თე­ი­რა­ნის მი­წის­ქვე­შა ბირ­თვუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია 90 გრა­დუ­სი­ა­ნი შე­მობ­რუ­ნე­ბის მქო­ნე გვი­რა­ბე­ბით, რაც კი­დევ ერთ სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენს.

"ფრთო­სან რა­კე­ტებს 90 გრა­დუ­სით შე­მობ­რუ­ნე­ბა არ შე­უძ­ლი­ათ... ამი­ტომ ვა­რი­ან­ტე­ბი შე­ზღუ­დუ­ლია“, - თქვა მან.

რო­გო­რია ირა­ნის ბირ­თვუ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბი და რა­ტომ არის ისი­ნი ასე­თი სა­კა­მა­თო?

ის­რა­ე­ლის ირან­ზე თავ­დას­ხმე­ბი თე­ი­რა­ნის სა­კა­მა­თო ბირ­თვულ პროგ­რა­მას უკავ­შირ­დე­ბა.

თე­ი­რა­ნი აცხა­დებს, რომ მას სურს მშვი­დო­ბი­ა­ნი მიზ­ნე­ბის­თვის ბირ­თვუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა და უარ­ყოფს და­სავ­ლე­თის ბრალ­დე­ბებს, რომ ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის შექ­მნას ცდი­ლობს.

გა­ე­როს ბირ­თვუ­ლი ენერ­გი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტო (IAEA), დიდი ხა­ნია ადა­ნა­შა­უ­ლებს ირანს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ში.

ხუთ­შა­ბათს, IAEA-მ მი­ი­ღო რე­ზო­ლუ­ცია, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ ირა­ნი თით­ქმის 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად არ­ღვევს ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს.

აშშ-სა და IAEA-ს სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი თვლი­ან, რომ ირანს ჰქონ­და სა­ი­დუმ­ლო, კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც მან 2003 წელს შე­ა­ჩე­რა. ირა­ნი უარ­ყოფს, რომ ოდეს­მე ჰქო­ნია ასე­თი პროგ­რა­მა.

2015 წლის ბირ­თვუ­ლი შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად, ირანს მხო­ლოდ 3.67%-მდე ურა­ნის გამ­დიდ­რე­ბის, 300 კგ ურა­ნის მა­რა­გის ქო­ნი­სა და მხო­ლოდ ყვე­ლა­ზე ძი­რი­თა­დი IR-1 ცენ­ტრი­ფუ­გე­ბის - მან­ქა­ნე­ბის - გა­მო­ყე­ნე­ბა ეძ­ლე­ო­და.

აშშ-ის შე­თან­ხმე­ბი­დან გას­ვლი­დან ერთი წლის შემ­დეგ, ირან­მა თან­და­თა­ნო­ბით მოხ­სნა პროგ­რა­მა­ზე ყვე­ლა შე­ზღუდ­ვა და და­ი­წყო ურა­ნის 60%-იან სი­სუფ­თა­ვემ­დე გამ­დიდ­რე­ბა.

ირან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი უფ­ლე­ბა, გა­ამ­დიდ­როს ურა­ნი და არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა გან­ხილ­ვას.

ბოლო ან­გა­რი­ში: მა­ის­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა IAEA-ს ან­გა­რიშ­მა, რო­მე­ლიც Reuters-მა გა­ავ­რცე­ლა, აჩ­ვე­ნა, რომ ირან­მა სა­ი­დუმ­ლო ბირ­თვუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

IAEA-ს სხვა ან­გა­რიშ­ში ნათ­ქვა­მია, რომ ირა­ნის 60%-იანი სი­სუფ­თა­ვის ურა­ნის მა­რა­გი 408 კი­ლოგ­რა­მამ­დე გა­ი­ზარ­და, რაც საკ­მა­რი­სია ცხრა ბირ­თვუ­ლი ქო­ბი­ნის­თვის.

რა სა­პა­სუ­ხო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი აქვს ირანს თა­ვის არ­სე­ნალ­ში?

გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის სა­პა­სუ­ხო ნა­ბი­ჯე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ირა­ნის ბა­ლის­ტი­კურ რა­კე­ტებ­ზე.

სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტის (IISS) „სამ­ხედ­რო ბა­ლან­სი 2025“ ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის გუ­შაგ­თა კორ­პუ­სის სა­ჰა­ე­რო კოს­მო­სურ ძა­ლებს, 100-ზე მეტი სა­შუ­ა­ლო რა­დი­უ­სის ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტის გამ­შვე­ბი მო­წყო­ბი­ლო­ბა აქვთ, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ ჭურ­ვე­ბის გაშ­ვე­ბა 1000 კი­ლო­მეტრზე (620 მილ­ზე) მეტი მან­ძი­ლი­დან, რაც საკ­მა­რი­სია ის­რა­ელ­ზე და­სარ­ტყმე­ლად.

ირა­ნის სა­რა­კე­ტო ძა­ლებს აქვთ მყა­რი და თხე­ვა­დი საწ­ვა­ვის ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი.

სტრა­ტე­გი­უ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბის ცენ­ტრის „რა­კე­ტის საფრ­თხის პრო­ექ­ტის“ თა­ნახ­მად, თხე­ვა­დი საწ­ვა­ვის რა­კე­ტე­ბი უფრო მძი­მე ასა­ფეთ­ქე­ბელ ქო­ბი­ნებს ატა­რე­ბენ - რო­მელ­თა წონა 1200 კი­ლოგ­რა­მი ან მე­ტია.

თუმ­ცა, მყა­რი საწ­ვა­ვის რა­კე­ტე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა ის არის, რომ მათი გაშ­ვე­ბა თით­ქმის მყი­სი­ე­რად შე­იძ­ლე­ბა, ხოლო თხე­ვა­დი საწ­ვა­ვის რა­კე­ტის შევ­სე­ბას შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი დას­ჭირ­დეს.

ირა­ნი­დან გაშ­ვე­ბულ ბა­ლის­ტი­კურ რა­კე­ტებს ის­რა­ე­ლამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუთ­ში შე­უძ­ლი­ათ მოხ­ვედ­რა. ირანს ასე­ვე აქვს ის­რა­ე­ლამ­დე მი­სას­ვლე­ლი რამ­დე­ნი­მე დრო­ნი და ფრთო­სა­ნი რა­კე­ტა, თუმ­ცა მათ ამ მან­ძილ­ზე სა­მიზ­ნე­ე­ბამ­დე მიღ­წე­ვას სა­ა­თე­ბი ან მეტი დრო სჭირ­დე­ბათ.

გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ირან­მა ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ახ­ლო­ე­ბით 200 ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა და დრო­ნი გა­უშ­ვა, თუმ­ცა მათი უმე­ტე­სო­ბა ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა, აშშ-მ და პარტნი­ორ­მა ქვეყ­ნებ­მა ჩა­მო­აგ­დეს.

Military Balance-ის ცნო­ბით, ირა­ნის სა­ჰა­ე­რო ძა­ლებს 265 საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნა­ში მყო­ფი თვითმფრი­ნა­ვი ჰყავს. თუმ­ცა, მათი უმე­ტე­სო­ბა მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია.

წყა­რო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა