თეგებით ძიება

რა არის ცნობილი MI6-ის უფროსის ბლეიზ მეტრეველის და მისი მამის კონსტანტინე მეტრეველის შესახებ

ბრიტანულ საგარეო დაზვერვის სამსახურს პირველი ქალი უფროსი ჰყავს. პრემიერ მინისტრმა კირ სტარმერმა ამ პოსტზე ბლეიზ მეტრეველი წარადგინა, რომელმაც წინა ხელმძღვანელი სერ რიჩარდ მური შეცვალა. მეტრეველი იქამდე, MI6-ის ტექნოლოგიების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

ბლეიზ მეტრეველის ბიოგრაფიის თანახმად, ის 47 წლის არის, MI6-ს 1999 წელს შეუერთდა და ასრულებდა სხვადასხვა საოპერაციო როლს ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში. 2024 წელს ბლეიზ მეტრეველმა გაწეული დამსახურებისთვის CMG-ის ორდენი, ანუ წმინდა მიქაელისა და წმინდა გიორგის ორდენი მიიღო. მას ანთროპოლოგიის განხრით კემბრიჯის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. მისი ბიოგრაფიის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით საჯაროდ ცნობილი არაა.

ბლეიზ მეტრეველის მამის კონსტანტინე მეტრეველის შესახებ ცნობილია, რომ ის იყო ბრიტანეთის არმიის სამედიცინო დანაყოფის რადიოლოგისტად, გამოცემული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი რადიოლოგიის შესახებ, ხოლო 1986-2001 წლებში იკავებდა სამედიცინო გამოსახულებისა და ინტერვენციული რადიოლოგიის დეპარტამენტის ფაკულტეტის ხელმძღვანელის პოსტს ჰონგ-კონგის სამედიცინო უნივერსიტეტში.

2018 წელს ჰონგ-კონგის მედია www.scmp.com-მა მის შესახებ დაწერა, რომ 75 წლის ასაკში ის იყო უხუცესი მორბენალი, რომელმაც ჰონგ-კონგის 100-კილომეტრიანი მარათონი გაირბინა.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა