თეგებით ძიება

თბილისში ბინები 6%-ით გაძვირდა, გაქირავება კი 12%-ით გაიაფდა - როგორია ფასები

თბილისში ბინები 6%-ით გაძვირდა, გაქირავება კი 12%-ით გაიაფდა - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ საცხოვრებელი უძრავი ქონების უახლეს კვლევაშია აღნიშნული. უფრო კონკრეტულად კი, 2025 წლის მაისში კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 1 266 დოლარით განისაზღვრა, ხოლო კვადრატულის გასაქირავებელი ღირებულება 10.6 დოლარია.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, მიმდინარე წლის მაისში თბილისში 3 3204 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია.

რაც შეეხება ბაზარზე არსებულ პოტენციურ მიწოდებას, 2025 წლის იანვარ-მაისში სამშენებლო ნებართვა 621 ათას საცხოვრებელ კვადრატულ მეტრზე გაიცა, რაც გასული წლის იანვარ-მაისის მონაცემებთან შედარებით 11%-ით მეტია.

კვლევისვე თანახმად, 14%-ით გაიზარდა ბაზრის მოცულობაც, რამაც 276 მლნ დოლარს მიაღწია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა