თეგებით ძიება

600-დან 1 250 ლარამდე - რომელია თბილისში ყველაზე ძვირად ღირებული საბავშვო-ბაღები

ზაფხულის მოახლოებასთან და სასწავლო პროცესის დასრულებასთან ერთად, მშობლებში მატულობს ვნებათაღელვა ბაღების გარშემო.

რომლებია თბილისის ყველაზე ძვირად ღირებული კერძო ბაღები:

აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღი - ყოველთვიური გადასახადია 1 250 ლარი; დედმამიშვილების ან წლიური საფასურის სრულად გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

საბავშვო ბაღი პატრონუსი - სწავლის წლიური საფასური 10 000 ლარია

შალვა ამონაშვილის საავტორო ბაღი - ყოველთვიური გადახდის შემთხვევაში - 970 ლარი; სემესტრული გადახდის შემთხვევაში (5 თვე) – 4 300 ლარი; მთელი წლის გადახდის შემთხვევაში (10 თვე) – 8 500 ლარი; დედმამიშვილებზე მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება

ფემილი - ყოველთვიური გადასახადი განსხვავებულია ფილიალების მიხედვით:

1. ონიაშვილის ფილიალი – 650 ლარი;

2. ცაგარელის ფილიალი – 700 ლარი;

3. ვაშლიჯვრის ფილიალი – 3 წლამდე 650ლარი, 3 წლიდან 600 ლარი;

4. დიდი დიღმის ფილიალი – 650 ლარი;

5. დიღმის მასივის ფილიალი – 3 წლამდე 700 ლარი, 3 წლის ზემოთ 650 ლარი;

6. გლდანის ფილიალი – 3 წლამდე 650 ლარი, 3 წლიდან 600 ლარი;

7. ისნის ფილიალი – 3 წლამდე 650 ლარი, 3 წლიდან ზევით 600 ლარი ;

8. დიდუბის ფილიალი – 3 წლამდე 650 ლარი, 3 წლიდან 600 ლარი;

9. ვარკეთილის ფილიალი – 3 წლამდე 650 ლარი, 3 წლიდან 600 ლარი;

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა