თეგებით ძიება

„რეკონსტრუქციის დასრულება კვლავ გადაიდო“ - როდის დასრულდება ხულო-ზარზმის გზა, რომელიც ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობას 1.5 სთ-ით შეამცირებს

ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია ჯერ კიდევ 2016 წელს დაანონსდა. 

ბიზნესპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, რომ 2024 წელს მშენებლობის დასრულებას ხელი შეუშალა ხულო-ზარზმის მონაკვეთის რთულმა რელიეფმა.

„ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ სამუშაოების 2024 წელს დასრულებას ხელი შეუშალა ხულო-ზარზმის მონაკვეთზე რთულ რელიეფურ ზონაში, დამატებით განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა და კლიმატურმა პირობებმა“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ დეპარტამენტში.

რაც შეეხება განახლებულ ვადებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტში განგვიცხადეს, რომ აღნიშნული გზის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება.

„სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2025 წელს. პროექტი ჯამში შეადგენს 47 კმ-ს, საიდანაც დაახლოებით 34 კმ-ზე დასრულებულია ხელოვნური ნაგებობების მოწყობისა და საგზაო სამუშაოების ძირითადი ნაწილი.

დარჩენილ მონაკვეთებზე, ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მიწის ექსკავაციის, ხელოვნური ნაგებობების, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების და საგზაო სამოსის მოწყობის სამუშაოები“, - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ხულო-ზარზმის მონაკვეთზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს დაახლოებით 148 მილიონ ლარს.

ცნობისთვის, სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გოდერძის უღელტეხილს გაივლის და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. ეს გზა ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შეამცირებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა