თეგებით ძიება
18. 06. 2025 ისტორია

რა იცი ივრის სიონის წყალსაცავის ტაძარის შესახებ?

სიონის წყალსაცავის ბაზილიკური ტიპის ადრეფეოდალური ტაძარი, მდებარეობდა უჯარმის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირას, იქ სადაც ახლა სიონის წყალსაცავია. აღნიშნული ძეგლი 1948 წელში იქნა აღმოაჩენილი, რომელიც შემდგომ 1951 წლის ივლისში გაითხარა. მოგვიანებით კი გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ მოხდა მისი გადმოტანა.

ძეგლი წარმოადგენს საკმაოდ დიდი ზომის ბაზილიკური ტიპის შენობას. ბაზილიკის სამივე ნავს საერთო, ორკალათიანი კრამიტით დახურული სახურავი ჰქონია. მზრუნველობით დამუშავებული და შემკული შიდა სივრცე ხალისიანი და მიმზიდველია. კამარათა საბჯენი თაღები ეყრდნობა მონოლითურ მრგვალ სვეტებს, რომლებიც ანაწევრებენ შიდა სივრცეს. ყველა თაღი და შესასვლელი ნალისებური მოხაზულობისაა. განსაკუთრებით საზეიმო იერს ატარებს საკურთხეველის კონქის მკაფიოდ გამოყვანილი ნალისებური თაღი.

ტაძარი იშვიათი სიუხვითაა მორთული: გეომეტრიული და მცენარული ჩუქურთმით შემკულია სვეტების თავების ყველა მხარე; თაღის იმპოსტზე გამოსახულია სხვადასხვა ცხოველები და მცენარეები; შესასვლელთა არქიტრავებსა და საპირეებზე ორიგინალური ჩუქურთმოვანი კომპოზიციებია, მშვენივრად შესრულებული ვაზის ფოთლებითა და მტევნებით.

შენობის კონსტრუქციული და სამშენებლო ხერხები და დეკორატიული მორთულობა საზღვრავს ძეგლის აშენების თარიღს, რომლის მიხედვით იგი ფეოდალური პერიოდის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ ადრეული ძეგლს წარმოადგენს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა