თეგებით ძიება

დასასვენებელი და საკვები სივრცეები - "დინამო არენა“ ახალ სოციალურ დატვირთვას შეიძენს?

Lelo.ge-ის ინფორმაციით, „დინამო არენას“ რეაბილიტაციისა და მისთვის ახალი იდენტობის შექმნის იდეები განიხილება.

ამ საკითხთან დაკავშირებით, „დინამოს“ პრეზიდენტ რომან ფიფიას მოწვევით, თბილისში გერმანული კომპანია HPP Architekten-ის უფროსი პარტნიორი - ანტონინო ვულტაჯო და მისი გუნდის სხვა წევრები ჩამოვიდნენ.

გერმანელებმა „დინამო არენა“ და მასთან დაკავშირებული სპეციფიკაციები ადგილზე შეისწავლეს და განიხილეს ის შესაძლებლობები, რა კუთხითაც სტადიონის განვითარება შეიძლება.

რომან ფიფიას განცხადებით, „დინამო არენას“ უდიდესი პერსპექტივა აქვს და მისი განვითარება შესაძლებელია როგორც სპორტული ფუნქციონალის, ასევე მოქალაქეებისთვის სხვა საჭიროებებზე მორგების კუთხითაც.

სტადიონის პერსპექტიულობაზე აქცენტირებს ანტონინო ვულტაჯოც: „თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ამ არენასთან რამდენჯერმე ჩავიარეთ და მაშინვე დავინახეთ, რომ მას დიდი პოტენციალი აქვს. დღეს კი, როდესაც ეს ნაგებობა ახლოდან დავათვალიერეთ და უკეთესად შევისწავლეთ, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა აღმოვაჩინეთ - ერთი მხრივ, ის, რომ შევინარჩუნოთ არსებული იდენტობა და, მეორე მხრივ, სივრცე განვავითაროთ ახალი, ხარისხიანი ობიექტებით, სადაც ადამიანებს დასვენება და საკვების მირთმევა შეეძლებათ“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა