"ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“, რომელიც ბასების ოჯახმა 67,5 მლნ აშშ დოლარად შეიძინა, 10 მლრდ დოლარად გაიყიდა
აშშ-ის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ 10 მლრდ აშშ დოლარად გაიყიდა. მისი მფლობელი ბიზნესმენი მარკ უოლტერი გახდა. ეს ყველაზე მსხვილი ფინანსური გარიგებაა მსოფლიო სპორტის ისტორიაში. ინფორმაციას mundodeportivo.com ავრცელებს.
მანამდე კლუბს ბასების ოჯახი ფლობდა, რომელიც კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტის გასხვისებაზე შეთანხმებას მიაღწია. 1979 წელს ჯერემი ბასმა „ლეიკერსი“, ჰოკეის კლუბი „ლოს-ანჯელეს კინგსი“ და სპორტული არენა „ფორუმი“ 67,5 მლნ აშშ დოლარად შეიძინა, ხოლო აახლა მისმა ოჯახმა „ლეიკერსი“ 10 მლრდ დოლარად გაყიდა.
მას შემდეგ, რაც ჯერი ბასი 2013 წელს გარდაიცვალა, ფრანშიზის უფლებები მის შვილებს გადაეცათ. მას შემდეგ ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ გუბერნატორის თანამდებობას ჯერი ბასის შვილი, ჯინ ბასი იკავებს. თანაც კლუბის გასხვისების შემდეგაც ჯინ ბასი ამ თანამდებობას, სავარაუდოდ, შეინარჩუნებს.
ამ ფინანსურმა გარიგებამ ისტორიული რეკორდი დაამყარა. მან მნიშვნელოვნად გაასწრო სხვა სპორტული ფრანშიზების გაყიდვის ფასს, რაც, ფაქტობრივად, ამ სფეროში ახლა ფინანსურ ეპოქას ხსნის.
ბოლო წლებში NBA-ში კლუბების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ორი ცნობილი კლუბი გაიყიდა - „დალას მავერიქსი“ 3,5 მლრდ აშშ დოლარად შეიძინეს, ხოლო „ბოსტორ სელტიკსში“ 6,1 მლრდ აშშ დოლარი გადაიხადეს.
ლეიკერსის“ ახალი მფლობელი, მარკ უოლტერი საინვესტიციო კომპანიის, TWG Global-ის თავმჯდომარეა. ის ფლობს წილებს ბეისბოლის გუნდში Los Angeles Dodgers, ქალთა საკალათბურთო კლუბში Los Angeles Sparks, ჩოგბურთის თასში Billie Jean King Cup, ასევე აქვს წილი „ფორმულა 1“-ში და და ქალთა პროფესიულ ლიგაში.