თეგებით ძიება

მოსახლეობის 5%-ს გიორგი ჰქვია, 3%-ს ნინო - ტოპ-20 სახელი, რომელიც ყველაზე გავრცელებულია

„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობამ 3 704 500 კაცი შეადგინა. აქედან 5,2%-ს გიორგი ჰქვია, ხოლო 3,1%-ს ნინო.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანაში 193 284 გიორგია და შესაბამისად, კაცებში ყველაზე გავრცელებული სახელია, ხოლო ქალებში ნინო. აღნიშნული სახელი 115 644 პირს ჰქვია.

კაცებში შემდეგ პოზიციაზეა დავით, რომელიც მოსახლეობის 1,8%-ს ჰქვია, ხოლო ქალებში მარიამ, რომელზეც 1,9% მოდის.

ბიზნესპრესნიუსი“, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სტატისტიკაზე დაყრდნობით, გთავაზობთ ინფორმაციას, საქართველოში კაცებისა და ქალების ყველაზე გავრცელებული სახელების შესახებ.

ქალის სახელები:

  • ნინო - 115 644
  • მარიამ - 71 801
  • ანა - 49 761
  • მარიამი - 48 399
  • თამარ - 48 008
  • მაია - 46 920
  • ნანა - 42 158
  • ელენე - 39 557
  • ნათია - 38 388
  • მანანა - 32 705
  • ქეთევან - 32 264
  • თამარი - 28 703
  • სალომე - 26 725
  • მარინე - 26 601
  • ხათუნა - 25 415
  • ეკატერინე - 24 027
  • მარინა - 23 784
  • ლია - 23 737
  • ნათელა - 23 694
  • ბარბარე - 23 482

კაცის სახელები:

  • გიორგი - 193 284
  • დავით - 68 181
  • ალექსანდრე - 46 509
  • ლუკა - 45 498
  • ნიკოლოზ - 39 985
  • ირაკლი - 36 051
  • საბა - 29 627
  • ზურაბ - 29 099
  • ლევან - 27 464
  • დავითი - 26 053
  • ლაშა - 25 524
  • ნიკა - 22 934
  • ანდრია - 22 050
  • გოჩა - 21 494
  • მამუკა - 21 325
  • ზაზა - 20 615
  • ილია - 18 924
  • ნიკოლოზი - 18 787
  • მიხეილ - 18 302
  • გელა - 17 197


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა