თეგებით ძიება

UFC-ის ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგის სამეულში ორი ქართველი სპორტსმენია

მძიმე წონის ჩემპიონის, ჯონ ჯონსის სპორტიდან წასვლის შემდეგ შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანმა ორგანიზაციამ, UFC-მ ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P) განაახლა, რომლის სამეულში ორი ქართველი მებრძოლია – მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია.

რეიტინგის ლიდერი მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი ისლამ მახაჩევია. სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი მეორეა, ხოლო ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრის ყოფილი მფლობელი ილია თოფურია – მესამე.

დვალიშვილმა 8 ივნისს თავისი ქამარი მეორედ დაიცვა, მან შონ ო’მალი მესამე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა, ხოლო თოფურია მსუბუქ დივიზიონში (70კგ) თავის საჩემპიონო ბრძოლას 29 ივნისს ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირასთან გამართავს.

UFC-ის ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P):

ისლამ მახაჩევიმერაბ დვალიშვილიილია თოფურიადრიკუს დუ პლესიმაგომედ ანკალაევიალექსანდერ ვოლკანოვსკიჯეკ დელა მადალენატომ ასპინალიალექსანდერ პანტოჟაალექს პერეირამაქს ჰოლოუეიბელალ მუჰამედიჩარლზ ოლივეირაარმან ცარუკიანიხამზატ ჩიმაევი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა