თეგებით ძიება

ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს – აეროპორტები სრულად ამოქმედდა

ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ბენ გურიონისა და ჰაიფას აეროპორტები უბრუნდებიან სრული დატვირთვით ფუნქციონირებას. მოხსნილია ყველა ტიპის შეზღუდვა, მათ შორის ფრენებისა და მგზავრების რაოდენობაზე დაწესებული ლიმიტები.

ფრენების აღდგენაზე ნებართვა ისრაელის შიდა ფრონტის სარდლობამ გასცა.

„შეზღუდვა მოხსნილია აეროპორტში მგზავრებისა და თანმხლები პირების რაოდენობაზე. ისრაელის აეროპორტების ადმინისტრაცია და ბენ გურიონის აეროპორტი მჭიდრო კონტაქტში არიან ყველა ავიაკომპანიასთან, რათა განაახლონ ფრენების განრიგი და მაქსიმალურად დააჩქარონ ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

საელჩო მოგზაურობას გეგმავ ან უკვე ბილეთიან მოქალაქეებს ურჩევს, ყურადღებით ადევნონ თვალი ავიაკომპანიების ოფიციალურ განცხადებებსა და განახლებულ განრიგს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა