თეგებით ძიება

გიგანტური ასტეროიდი შესაძლოა მთვარეს შეეჯახოს და ნამსხვრევები დედამიწისკენ გამოიტყორცნოს - რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები?

მკვლევ­რე­ბის თქმით, არ­სე­ბობს საფრ­თხე, რომ 2032 წელს მთვა­რეს გი­გან­ტუ­რი ას­ტე­რო­ი­დი შე­ე­ჯა­ხოს და ნამ­სხვრე­ვე­ბი დე­და­მი­წის­კენ გა­მო­ი­ტყორ­ცნოს, რაც საფრ­თხეს შე­უქ­მნის ხე­ლოვ­ნურ თა­ნამ­გზავ­რებს და ამას­თა­ნა­ვე, ცაზე წარ­მო­უდ­გენ­ლად კაშ­კა­შა მე­ტე­ო­რე­ბის წვი­მა გა­მოჩ­ნდე­ბა.

ას­ტე­რო­იდ­მა, სა­ხე­ლად 2024 YR4-მა დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია მას შემ­დეგ, რაც გა­სულ წელს, ტე­ლეს­კო­პის დაკ­ვირ­ვე­ბებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ "ქა­ლა­ქის მკვლელს“ დე­და­მი­წა­ზე შე­ჯა­ხე­ბის 3%-იანი შან­სი ჰქონ­და. თუმ­ცა ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა დაკ­ვირ­ვე­ბებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ას­ტე­რო­იდს, რომ­ლის დი­ა­მეტ­რი და­ახ­ლო­ე­ბით 53-67 მეტ­რია, დე­და­მი­წა­ზე შე­ჯა­ხე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო - 0.0017%-იანი შან­სი აქვს, თუმ­ცა მთვა­რე მა­ინც რის­კის ქვეშ რჩე­ბა.

ჯე­იმს ვე­ბის კოს­მო­სურ­მა ტე­ლეს­კოპ­მა დე­და­მი­წის თა­ნამ­გზავ­რთან შე­ჯა­ხე­ბის შან­სი 4.3%-მდე გა­ზარ­და.

მკვლევ­რე­ბის თქმით, მო­დე­ლი­რე­ბამ აჩ­ვე­ნა რომ ას­ტე­რო­ი­დის შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად სა­ვა­რა­უ­დოდ, მთვა­რის ზე­და­პირ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 1 კი­ლო­მეტ­რის დი­ა­მეტ­რის კრა­ტე­რი წარ­მო­იქ­მნე­ბა და შემ­დეგ მძი­მე ნამ­სხვრე­ვე­ბი დე­და­მი­წის­კენ წა­მო­ვა.

"თუ 2024 YR4 მთვა­რეს 2032 წელს და­ე­ჯა­ხე­ბა, ეს ბოლო 5000 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი დარ­ტყმა იქ­ნე­ბა. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში დე­და­მი­წა­ზე მე­ტე­ო­რი­ტე­ბის წვი­მა სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი იქ­ნე­ბა“, - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­ლი­მეტ­რი­დან სან­ტი­მეტ­რამ­დე ზო­მის მთვა­რის ქვე­ბის უმე­ტე­სო­ბა დე­და­მი­წის ატ­მოს­ფე­რო­ში და­იწ­ვე­ბა, მა­სა­ლის ნა­წი­ლი შე­საძ­ლოა დე­და­მი­წის ორ­ბი­ტა­ზე მოხ­ვდეს, რაც საფრ­თხეს შე­უქ­მნის თა­ნამ­გზავ­რებს, კოს­მო­სურ ხო­მალ­დებს და ას­ტრო­ნავ­ტებს.

კვლე­ვის წამ­ყვან­მა ავ­ტორ­მა, და­სავ­ლეთ ონ­ტა­რი­ოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტორ­მა პოლ ვი­გერ­ტმა, AFP-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ მთვა­რის ზე­და­პირ­ზე დარ­ტყმა "გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ენერ­გი­ის რა­ო­დე­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით დიდ ბირ­თვულ აფეთ­ქე­ბას შე­ედ­რე­ბა“.

"სან­ტი­მეტ­რის ზო­მის ქვა, რო­მე­ლიც წამ­ში ათი­ა­თა­სო­ბით მეტ­რის სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობს, ძა­ლი­ან ჰგავს ტყვი­ას“, - დას­ძი­ნა მან.

წყა­რო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა