თეგებით ძიება

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ხვალ, 27 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, სამგორის სათავე ნაგებობაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 27 ივნისის, დღის 12:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 27 ივნისს დღის 12:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვარკეთილი 3-ის I და III მიკრორაიონებს, II მიკრორაიონის N1-33 და N2-34-ს, ჯავახეთის ქუჩა N68-ს, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა, ვიქტორ კუპრაძის, რაფიელ დვალის, სესილია თაყაიშვილის, კოტეტიშვილის, შუამთის, ფანასკერტელ-ციციშვილის, თრიალეთის და ილია სუხიშვილის ქუჩებს.

კრწანისის რაიონში: ახოსპირელის, ჯიბლაძის, გრიგოლ ხანძთელის, აბესაძის, საიათნოვას, ივერიის, ბერიძის, იერუსალიმის, ბეთლემის, გომის, ძმები ზდანევიჩების, აჯიაშვილის, სამღებროს, საადის, თუმანიანის, ბააზოვის, ბოტანიკის, გურამიშვილის, შიმკევიჩის, ფაბრიკისა და მიმდებარე ქუჩებს შესახვევებით და ჩიხებით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა