"ღრუბლების ხვეულა" პორტუგალიაში - როგორ ხსნიან სპეციალისტები უჩვეულო მოვლენას (ვიდეო)
პორტუგალიაში, სანაპიროზე იშვიათი მეტეოროლოგიური ფენომენი დააფიქსირეს. სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა კადრები, სადაც გიგანტური, "დახვეული" ღრუბელი ჩანს.
პორტუგალიის ზღვისა და ატმოსფეროს ინსტიტუტის ( IPMA ) განმარტებით, ეს ფენომენი მოძრავი ღრუბლების შერწყმით იყო გამოწვეული.
"ღრუბლების ხვეულა" 15:30 საათზე წარმოიქმნა და პორტუგალიის დასავლეთ სანაპიროს 17:00-ზე მიუახლოვდა.
IPMA-ს მონაცემებით, ეს იშვიათი შემთხვევაა და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ატლასში მხოლოდ 2017 წელს შეიტანეს.