თეგებით ძიება

ქალაქი, სადაც 100 დღე მზის შუქს ვერ ხედავენ და რომლის მაცხოვრებლებსაც მუდმივად უთვალთვალებენ - რა ვიცით ჩინეთის მეგაპოლისზე?

ჩი­ნე­თის სამ­ხრეთ და­სავ­ლე­თით, მთებს შო­რის მდე­ბა­რე­ობს ჩუნ­ცი­ნი - ქვეყ­ნის ერთ-ერთი უდი­დე­სი და ყვე­ლა­ზე დის­ტო­პი­უ­რი ქა­ლა­ქი, 32 მი­ლი­ო­ნი მო­სახ­ლით, მჭიდ­როდ გან­ლა­გე­ბუ­ლი ცა­თამბჯე­ნე­ბით, გი­გან­ტუ­რი შე­ნო­ბე­ბით და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სა­წარ­მო­ე­ბით - ეს არის ად­გი­ლი, სა­დაც მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი ლეპ­ტო­პე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტს აწარ­მო­ე­ბენ.

მი­იჩ­ნე­ვა, რომ ეს არის ქა­ლა­ქი, რომ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა­ზეც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მეტი თვალ­თვა­ლი და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

რა­დიო "თა­ვი­სუ­ფა­ლი აზი­ის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, სათ­ვალ­თვა­ლო გეგ­მის ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი სქე­მის ფარ­გლებ­ში, მიმ­დი­ნა­რე წლის და­სა­წყის­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბით და­ა­მონ­ტა­ჟეს და­მა­ტე­ბით 27 900 სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რა და 245 სენ­სო­რი. მი­ზა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბაა.

Comparitech-ის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­ერ­თო ჯამ­ში, მე­გა­პო­ლის­ში 2,5 მი­ლი­ონ­ზე მეტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რაა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ქა­ლა­ქი იყო სა­პი­ლო­ტე სქე­მის ნა­წი­ლი - სა­პი­ლო­ტე პროგ­რა­მა 2000-იან წლებ­ში იქ არ­სე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის აღ­საკ­ვე­თად და­ი­წყეს. სა­უ­ბა­რია პროგ­რა­მებ­ზე სა­ხე­ლად "Skynet"და "Sharp Eyes" და ძი­რი­თა­დად სათ­ვალ­თვა­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვებს მო­ი­ცავს. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს ე.წ. სა­მე­ზობ­ლო კო­მი­ტე­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ჩუნ­ცი­ნის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი ევა­ლე­ბათ. ამ კო­მი­ტე­ტე­ბის მუ­შა­ო­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ქცე­ვა­ზე და­საკ­ვირ­ვებ­ლად ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­დაზ­ვერ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბად მი­იჩ­ნე­ვა.

კრი­ტი­კო­სე­ბი დიდი ხა­ნია სა­უბ­რო­ბენ იმის შე­სა­ხებ, რომ ასე­თი თვალ­თვა­ლი არ­ღვევს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის უფ­ლე­ბებს.

ქა­ლაქს 3000 წელ­ზე მეტი ხნის ის­ტო­რია აქვს, მაგ­რამ მე­გა­პო­ლი­სად მხო­ლოდ ბოლო 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იქცა.

ჩუნ­ცინს ჩი­ნე­თის კი­ბერ­ქა­ლაქ­საც უწო­დე­ბენ. ის არის ლეპ­ტო­პე­ბის წარ­მო­ე­ბი­სა და ელექტრო­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ინ­დუსტრი­ის მთა­ვა­რი ცენ­ტრი. გლო­ბა­ლურ სცე­ნა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა 2009 წელს მი­ი­პყრო, რო­დე­საც აქ გან­თავ­სდა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კის კომ­პა­ნია HP-ის ბაზა ლეპ­ტო­პე­ბის წარ­მო­ე­ბის­თვის.

მას შემ­დეგ გან­თავ­სდა ბა­ზე­ბი ისე­თი კომ­პა­ნი­ე­ბის სა­წარ­მო­ე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა Foxconn, Quanta Computer, Lenovo და Asus.

ფუ­ტუ­რის­ტულ­მა ქა­ლაქ­მა, გი­გან­ტუ­რი, მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბე­ბით, რო­მე­ლიც ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მე­ქად იქცა, ბოლო წლებ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია.

ბევ­რგან ვერ ნა­ხავთ ტრან­სპორ­ტს, რომ­ლე­ბიც მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სე­ბის სარ­თუ­ლებს შო­რის მოძ­რა­ო­ბენ და სა­დაც თით­ქმის ვე­რას­დროს იგებ, რო­მელ სარ­თულ­ზე ხარ. ერთ-ერ­თმა ად­გი­ლობ­რივ­მა ინფლუ­ენ­სერ­მა ტი­კტოკ­ზე გა­ნა­თავ­სა ვი­დეო, სა­დაც სწო­რედ ამ თავ­ბრუ­დამ­ხვევ გა­რე­მოს აჩ­ვე­ნებ­და. ვი­დე­ო­ში ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო თუ რო­გორ გა­და­ად­გილ­დე­ბა ინფლუ­ენ­სე­რი და ამ­ბობს, რომ იქ ვე­რას­დროს ხვდე­ბი, რო­მელ სარ­თულ­ზე ხარ და ამა­ში გარ­კვე­ვა მხო­ლოდ ლიფტ­ზე არ­სე­ბუ­ლი წარ­წე­რე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"მერ­ვე სარ­თულ­ზე ლიფ­ტით ავ­დი­ვარ, შემ­დეგ ავ­ტო­ფა­რე­ხით ქუ­ჩა­ში გავ­დი­ვარ, თუმ­ცა თუ გვერ­დით მდგომ კორ­პუს­ში შე­ვალ, აწე­რია, რომ მე-13 სარ­თულ­ზე ვარ", - ამ­ბობს ის ვი­დე­ო­ში.

გარ­და ამი­სა, ამ ქა­ლაქს კი­დევ უფრო ფუ­ტუ­რის­ტულს ის ფაქ­ტი ხდის, რომ წე­ლი­წა­დის 100 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ნისლშია გახ­ვე­უ­ლი. მზის სხი­ვი აქ ფუ­ფუ­ნე­ბაა. ნის­ლი­ა­ნი დღე­ე­ბის დროს, ისე­დაც გა­სა­გე­ბია მზის სხი­ვე­ბის დე­ფი­ცი­ტი, თუმ­ცა მზი­ან დღე­ებ­შიც არ აქვთ ფუ­ფუ­ნე­ბა ქა­ლაქ­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს მზით დატ­კბო­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მათ, ვინც და­ბალ სარ­თუ­ლებ­ზე მუ­შა­ობს ან ცხოვ­რებს - იქამ­დე უბ­რა­ლოდ მზის სხი­ვე­ბი ვერ აღ­წე­ვენ, რად­გან ცა­თამბჯე­ნე­ბი მა­სი­უ­რად, მჭიდ­როდ არის გან­ლა­გე­ბუ­ლი.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა