თეგებით ძიება

რა პროცედურები უნდა გაიაროს უცხოელმა საქართველოში კანონიერად დასასაქმებლად - იურისტის განმარტება

„დამსაქმებელმაც და დასასაქმებელმა პირმაც უნდა გაიარონ გარკვეული სტრუქტურული ჯაჭვი, რათა უცხოელის საქართველოში კანონიერად დასაქმების უფლება მიიღონ“, - ამის შესახებ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ შურღაიამ განაცხადა.

შურღაია დეტალურად საუბრობს იმ ეტაპებზე, რისი გავლის შემდეგაც უცხოელის კანონიერად დასაქმება ხდება შესაძლებელი.

„იმისათვის, რომ უცხოელმა საქართველოში დასაქმების უფლება მიიღოს, პირველ რიგში, უნდა მოიპოვოს ნებართვა, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გასცემს. როგორც კანონშია აღნიშნული, ასეთი ტიპის განაცხადს დამსაქმებელი ან თავად დასასაქმებელი პირი.

ამასთანავე, დამსაქმებელმა უნდა წარადგინოს შრომითი კონტრაქტი, დასასაქმებელი პირის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და დაასაბუთოს პირის დასაქმების საჭიროება, რაც გულისხმობს იმის ახსნას, რომ ასეთი ტიპის სამუშაოს შემსრულებელი საქართველოში დეფიციტურია.

ამ ყველაფრის შემდეგ, განაცხადს შრომის სამინისტრო განიხილავს, რასაც მოჰყვება მოსაკრებლის დაწესება ნებართვის გაცემაზე და ეს თანხა 500 ლარია, ასევე გაცემის ვადა, რაც 30 დღეს შეადგენს.

თანხმობის მოპოვების შემდეგ, დასასაქმებელ უცხოელ პირს საშუალება ექნება, წარადგინოს საბუთი საკონსულოში ან იუსტიციის სამინისტროში, რის შემდეგაც შესაბამისი ბინადრობის ნებართვა რომელიმე ამ ორგანოს მიერ გაიცემა.

ესაა ის სტრუქტურული ჯაჭვი, რაც დაკმაყოფილებული უნდა იყოს როგორც დამსაქმებლის, ასევე დასასაქმებელი პირის მხრიდან, რათა საქართველოში კანონიერ საფუძველზე დასაქმდნენ“, - განაცხადა შურღაიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა