საქართველოში ავტომობილების 47% ორი ფერისაა - როგორია ავტომობილების განაწილება ფერების მიხედვით
მომსახურების სააგენტოს განახლებული მონაცემებით, საქართველოში 1 937 118 ავტომობილია რეგისტრირებული.
მოსახლეობისა და ავტომობილების რაოდენობას შევაფარდებთ, გამოდის, რომ ახლა უკვე 1.9 კაცზე 1 მანქანა მოდის. 2024 წელს 2 კაცზე 1 მანქანა მოდიოდა, ხოლო, 10 წლის წინ, 3 კაცზე 1 ავტომობილი.
„საქსტატის“ მიხედვით, ქვეყანაში ყველაზე მეტი - 223 300 ერთეული MERCEDES-BENZ-ის მარკის ავტომობილია; TOYOTA-ს რაოდენობა 201 556 ერთეულს შეადგენს; ხოლო FORD-ის – 178 983-ს.
რაც შეეხება ფერების მიხედვით განაწილებას, „საქსტატისვე“ მონაცემებით, ქვეყანაში არსებული ავტომობილების თითქმის ნახევარი (47.04%) ორი ფერისაა - რუხი და თეთრი. სრული სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:
- რუხი - 486 079
- თეთრი - 413 547
- შავი - 265 357
- ლურჯი - 231 518
- წითელი - 139 272
- მწვანე - 104 365
- ყვითელი - 66 184
- დანარჩენი - 107 994