თეგებით ძიება

"ეს ხეები მარსზე იზრდება?..“ - რას წერს NASA მის მიერ გამოქვეყნებული ფოტოს შესახებ, სადაც იდუმალი ზოლები ჩანს

NASA-ს მიერ ცოტა ხნის წინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტოს და­ნახ­ვი­სას, შე­საძ­ლოა, გა­მო­უც­დელ თვალს მარ­სის პლა­ნე­ტა ხე­ე­ბით მო­ფე­ნი­ლი ეგო­ნოს. თუმ­ცა აშშ-ის კოს­მო­სურ­მა სა­ა­გენ­ტომ ამ უც­ნა­უ­რი ფე­ნო­მე­ნის ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა არ და­ა­ყოვ­ნა და ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებს ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და­უკ­მა­ყო­ფი­ლა.

"ეს ხე­ე­ბი მარსზე იზ­რდე­ბა? არა",- უპა­სუ­ხა ნა­სამ კი­თხვა­ზე, რო­მე­ლიც მათ მიერ 2008 წელს გა­და­ღე­ბულ და ხე­ლახ­ლა გა­ზი­ა­რე­ბულ ფო­ტოს ახ­ლდა.

"ის, რაც Mars Reconnaissance Orbiter-მა (MRO არის NASA-ს მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი ავ­ტო­მა­ტუ­რი პლა­ნე­ტათ­შო­რი­სი სად­გუ­რი (AMS), რო­მე­ლიც მარ­სის შე­სას­წავ­ლა­დაა შექ­მნი­ლი) გა­და­ი­ღო არის მუქი ყა­ვის­ფე­რი ზო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მსუ­ბუ­ქად მოყი­ნუ­ლი ვარ­დის­ფე­რი ქვი­შის დი­უ­ნებ­ზე მო­ჩანს",- ახ­სნა NASA-მ.

Mars Reconnaissance Orbiter-მა, რო­მე­ლიც ფო­ტოს გა­და­ღე­ბამ­დე სულ რა­ღაც ორი წლით ადრე იმ­ყო­ფე­ბო­და კოს­მოს­ში, მარ­სის ქვი­შის დი­უ­ნე­ბის შიდა ნა­წილ­ში მუქი ქვი­შის გა­და­ღე­ბა შეძ­ლო, რაც ხე­ე­ბის ილუ­ზი­ას ქმნის. ქვი­შის ეს ხის მსგავ­სი მუქი ზო­ლე­ბი მარ­სის ჩრდი­ლო­ეთ პო­ლუს­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს, რომ­ლე­ბიც ზამ­თარ­ში, რო­გორც წესი, ნახ­ში­რორ­ჟან­გის ყი­ნუ­ლის ფე­ნით არის და­ფა­რუ­ლი. მუქი ქვი­შა უფრო თვალ­სა­ჩი­ნო მარ­სის გა­ზა­ფხულ­ზე გახ­და, რო­დე­საც მზემ ქვი­შის ზე­და­პირ­ზე უფრო ღია ფე­რის ნახ­ში­რორ­ჟან­გის ყი­ნუ­ლი გა­ად­ნო.

"რო­დე­საც დი­უ­ნის გას­წვრივ მუქი ქვი­შა ჩა­მო­იშ­ლე­ბა, ზე­და­პირ­ზე შე­საძ­ლოა მუქი ზო­ლე­ბი და­ტო­ვოს - ზო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­დან შე­საძ­ლოა უფრო ღია ფე­რის რე­გი­ო­ნე­ბის წინ მდგარ ხე­ე­ბად მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ მათ ჩრდი­ლი არ აქვთ",- გან­მარ­ტა NASA-მ.

წყა­რო: thesun


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა