იქ, სადაც ფიქრი ჩუმად ბრუნდება - იწყება ნამდვილი პროდუქტიულობა
დღეს პროდუქტიულობა უკვე აღარ ნიშნავს უბრალოდ საქმის კეთებას. ის არ არის მხოლოდ შემოხაზული პუნქტები სიაში ან შესრულებული სამუშაო საათები. პროდუქტიულობა 2025-ში ნიშნავს ერთ ყველაზე ძვირფას უნარს შეძლო, შეინარჩუნო ფოკუსი სამყაროში, რომელიც მუდმივად გიფანტავს გონებას. სამყაროში, სადაც შეტყობინებები, ალგორითმები და ხმაური ერთმანეთს ეჯიბრება იმაში, ვინ უფრო მალე გაცდუნებს. ჩვენ ვცხოვრობთ არა უბრალოდ სწრაფ დროში არამედ დროის ეპოქაში, სადაც ყოველ წამს ვიღაც შენს ყურადღებას ებრძვის. ყოველი გახსნილი აპი, ყოველი მოსული შეტყობინება, ყოველი ახალი სქროლი ეს არის პატარა გადაწყდომა ფოკუსიდან.
ყურადღება - ჩვენი ყველაზე ძვირფასი ვალუტაა
2025 წელს არ გვაკლია ინფორმაცია, არც დრო, არც ტექნოლოგია. რაც გვაკლია, ეს არის ღრმა და დაცული გონებრივი ფოკუსი. ერთ წუთს Zoom-ზე ხარ - მეორე წუთს გწერს მეგობარი. პარალელურად გიწევს რილის გამოქვეყნება, ჩატში პასუხის დაწერა და ნოუთების გადათვალიერება. გონება თითქოს 6 ნაწილადაა გაყოფილი - მაგრამ არც ერთში არ ხარ ბოლომდე.
და ასე გვრჩება ერთი მძიმე გრძნობა:
არაფერი გამიკეთებია, მაგრამ საშინლად დავიღალე.
რატომ აღარ მუშაობს დალაგებული to-do სია?
იმიტომ, რომ საქმეების სია ვერ გაძლევს კონცენტრაციას, თუ გონება დაჩქარებული და ქაოსურია. ფიზიკური საქმე პრობლემა არ არის. პრობლემა ფოკუსის დაკარგვაა მაშინ, როცა ჯერ კიდევ სხვის ცხოვრებაში ვართ ჩარჩენილი: სთორებში, შეტყობინებებში, შეტევით შემოსულ ინფორმაციაში.
წესები, რომლებიც გეხმარება დაუბრუნდე არა საქმეს - არამედ საკუთარ გონებრივ სიმშვიდეს.
1. დაცარიელება - პირველი ნაბიჯი ფოკუსისკენ
- დუმილი = ადგილი, სადაც შენს ფიქრებს პირველად ისმენ;
- ჩართე სიჩუმე;
- 15 წუთი დილა - სოციალური მედიის გარეშე;
- წაიკითხე, დაფიქრდი ან უბრალოდ იარსებე.
2. ერთი საქმე დღეში = დიდი სარგებელი
- დღე არ უნდა იყოს გადაჭედილი.
- უნდა იყოს ცენტრირებული.
3. გონებრივი ცარიელი სივრცე წერის ძალა შეუფასებელია.
დაწერე დილაობით:
- რა გაწუხებს;
- რა დაგრჩა;
- რა გინდა.
წერ შენთვის და არა ინსტაგრამისთვის.
4. დროის ბლოკირება = შიდა ორგანიზება
არ იმუშავებს ფრაზა „როცა მოვიცლი, ვიზამ“.
იმუშავებს კონკრეტულად:
- 09:30-10:30 მხოლოდ ეს საქმე;
- მობილური დადებულია;
- წყალი, სუფთა სივრცე, მზის შუქი.
5. ნაკლები სტრესი იდეალურობაზე
ყველა დღე ვერ იქნება ბრწყინვალე.
ზოგჯერ:
- 1 საქმე;
- 1 ფიქრი;
- 1 ადამიანთან გულწრფელი დიალოგი.
შეიძლება ამ სტატიას ახლა რომ კითხულობ, პირველად გაჩერდი.
არა იმიტომ, რომ დრო გაქვს. არა იმიტომ, რომ ყველაფერი გააკეთე. არამედ იმიტომ, რომ ცოტა ხნით მაინც შენთან დაბრუნება გჭირდება. დღეს შენ არ ხარ მხოლოდ მარკეტერი, ლიდერი ან შემოქმედი. შენ ხარ ადამიანი, რომელიც იღლება. რომელსაც ყოველდღე უწევს დაპირისპირება ხმაურიან სამყაროსთან, სადაც ყველასგან რაღაც სჭირდებათ და იშვიათად ეკითხებიან, შენ რა გჭირდება.