თეგებით ძიება

უბნები თბილისში, სადაც ჰაერში მყარი ნაწილაკების მაღალი შემცველობა ფიქსირდება

11 ივლისიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დაბინძურება ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.

უწყების ინფორმაციით, ადგილები თბილისში, სადაც ამ მომენტისთვის ჰაერში მყარი ნაწილაკების მაღალი შემცველობა ფიქსირდება, არის:

  • ვარკეთილი 3 - I მიკრორაიონი, მე-2 კორპუსის მიმდებარედ
  • ვარკეთილი - ჯავახეთის 5
  • მ. გელოვანის გამზ. 34
  • დ. აღმაშენებლის გამზ. 73ა

რაც შეეხება ქუჩებს, სადაც ჰაერი დამაკმაყოფილებელია, არის:

  • ც. დადიანის ქუჩა
  • ა. წერეთლის გამზ.
  • პეკინის გამზ.
  • ალ. ყაზბეგის გამზ.
  • ი. აბაშიძის ქუჩა
  • პ. მელიქიშვილის გამზ.
  • რიყის პარკი
  • ქ.წამებულის გამზ.

ადგილები, სადაც ჰაერის დადებითი დინამიკა ფიქსირდება, არის:

  • ლისის ტბა;
  • ვაკის პარკი;
  • კიკვიძის პარკი;
  • კუს ტბა;
  • კრწანისის ბაღი;
  • აბანოთუბანი;
  • გმირთა პარკი;
  • დიღმის პარკი და ა.შ.

რაც შეეხება სხვა ქალაქებს, მყარი ნაწილაკების ყველაზე მაღალი შემცველობა რუსთავში ორ ქუჩაზე - მეგობრობის გამზირსა და ბათუმის ქუჩაზე ფიქსირდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა