ქვეყნები, სადაც ყველაზე სუფთა/ბინძური წყალია - როგორია საქართველოს და მეზობელი ქვეყნების მაჩვენებელი
საქართველო უსაფრთხო და სუფთა სასმელი წყლის მაჩვენებლით მეზობელ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა. ჩვენზე სუფთა წყალი სომხეთს და რუსეთს - ამის შესახებ აღნიშნულია The Environmental Performance Index (EPI)-ის ყოველწლიურ რეიტინგში. როგორც წესი, EPI ყოველწლიურად ზომავს სასმელი წყლის ხარისხს. 100 ქულა მიუთითებს უმაღლეს სტანდარტზე, ხოლო 0 ქულა ასახავს ყველაზე დაბალი ხარისხის სასმელ წყალს.
სუფთა და უსაფრთხო სასმელ წყალზე წვდომა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. ზოგიერთ ქვეყანას გაუმართლა, რომ სუფთა წყლის უხვი ბუნებრივი წყაროები აქვს, ზოგი კი მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს წყლის გასაწმენდად.
ინდექსი (EPI) წარმოადგენს მსოფლიოში მდგრადი განვითარების მდგომარეობის მონაცემებზე დაფუძნებულ შეჯამებას. EPI აფასებს 180 ქვეყანას მათი პროგრესის მიხედვით კლიმატის ცვლილების შემცირების, გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და ეკოსისტემის სიცოცხლისუნარიანობის დაცვის მიმართულებით.
EPI-ის გუნდმა გამოაქვეყნა განახლებული შედეგები, სადაც წარმოდგენილია ქვეყნები, რომლებსაც ყველაზე სუფთა სასმელი წყალი აქვთ და ქვეყნები - რომლებსაც ყველაზე ბინძური სასმელი წყალი გააჩნიათ.
EPI-ის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე სუფთა სასმელი წყალი აქვს შემდეგ 10 ქვეყანას:
- ფინეთი - 100 ქულა
- ისლანდია- 100 ქულა
- ნიდერლანდები - 100 ქულა
- ნორვეგია - 100 ქულა
- შვეიცარია - 100 ქულა
- გაერთიანებული სამეფო - 100 ქულა
- მალტა - 99.80 ქულა
- გერმანია - 99.10 ქულა
- ლუქსემბურგი - 98.70 ქულა
- შვედეთი - 98.60 ქულა
10 ქვეყანა, სადაც ყველაზე დაბალი ხარისხის სასმელი წყალია:
- ნიგერი - 1.50 ქულა
- ნიგერია - 5.00 ქულა
- ტოგო - 5.20 ქულა
- ბურუნდი - 5.40 ქულა
- მადაგასკარი - 6.00 ქულა
- ერითრეა - 6.40 ქულა
- გვინეა-ბისაუ - 6.80 ქულა
- ლესოთო (სამხრეთ აფრიკა) – 7.30 ქულა
- კამერუნი - 7.80 ქულა
- ბურკინა-ფასო - 7.80 ქულა
რაც შეეხება საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს, EPI-ს ინდექსის მიხედვით, ჩვენ მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის, 52-ე ადგილზე ვართ.
სასმელი წყლის მიხედვით, უკეთესი მდგომარეობა აქვთ - რუსეთს, რომელიც რეიტინგში 46 -ე ადგილზეა და სომხეთს, რომელიც 47-ე ადგილზეა.
სასმელი წყლის ხარისხის მიხედვით, 180 ქვეყანას შორის თურქეთი 72-ე ადგილს, აზერბაიჯანი კი 106-ე ადგილს იკავებს.