თეგებით ძიება

მთავრობა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციას გეგმავს

მთავრობა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციას გეგმავს - ამის შესახებ ირკვევა 10 ივლისის განკარგულებიდან.

უფრო კონკრეტულად, მთავრობამ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო/კვლევითი დოკუმენტების მომზადებისთვის გამარტივებული შესყიდვის გამოცხადების უფლება მისცა.

„სააგენტოს მიეცეს თანხმობა, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისთვის საჭირო საპროექტო/კვლევითი დოკუმენტაციის შექმნისთვის აუცილებელი საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მისთვის განსაზღვრული ასიგნებებიდან“, - ვკითხულობთ განკარგულებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა