თეგებით ძიება

სახელმწიფო 9 000-მდე ცხოველის ვაქცინაციას და სტერილიზაციას გეგმავს - ბიუჯეტიდან ₾4.8 მილიონი გამოიყო

უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის დასაფინანსებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 4 833 500 ლარი გამოეყოფა. შესაბამისი განკარგულება 2025 წლის 10 ივლისს გამოიცა და მას "ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ცხოველების რეგისტრაცია, სტერილიზაცია/კასტრაცია და ვაქცინაცია. სახელმწიფო ამბობს, რომ ამით ცოფის პრევენცია შინაურ ბინადრებში და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა მოხდება.

პროგრამას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში მოქმედი სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. ღონისძიებები საპილოტე რეჟიმში განხორციელდება: გურჯაანის, ქუთაისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში.

პროგრამის მიხედვით 2025 წლის ბოლომდე დაგეგმილია კახეთის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში დაახლოებით 9 000 უპატრონო ცხოველის დაჭერა, თავშესაფრებში გადაყვანა, სტერილიზაცია/კასტრაცია და ვაქცინაცია.

საპილოტე პროგრამა 2025 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა