„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ხვალ, 15 ივლისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, კვაჭანტირაძის ქუჩა N7-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 15 ივლისს, საღამოს 22:00 საათზე დაიწყებენ ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 15 ივლისს, საღამოს 22:00 საათიდან 16 ივლისის დილის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ონაშვილის, შუამთის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ერთიანობისთვის მებრძოლთა, ორბელების, ლაღიძის, ზაქარია მხარგრძელის, 17 შინდისელის, მანდელშტამის ქუჩებს. ასევე, წულუკიძის ქუჩას შესახვევებით და ჩიხებით. ხომლელის, კვაჭანტირაძის, ჯავახეთის, მელიქიშვილის, ზანდუკელის, კუპრაძისა და შანდორ პეტეფის ქუჩების ნაწილებს. ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის ნაწილს და ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონს. მე-8 ლეგიონის და სამგორის დასახლებებს, აეროდრომის დასახლების ნაწილს. ასევე, კახეთის გზატკეცილის ნაწილს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.