თბილისი მოგზაურებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომ ევროპულ ქალაქად დასახელდა - როგორია ათეული
2025 წელს მოგზაურებისთვის ევროპაში ყველაზე ხელმისაწვდომ ქალაქად თბილისი დასახელდა - შესაბამისი რეიტინგი Bounce.com-მა გამოაქვეყნა. რეიტინგში თბილისმა 10-დან 8.37 ქულა მიიღო.
Bounce-ს თანახმადაც საქართველოს დედაქალაქში ორი ღამის (შაბათ-კვირა) სასტუმროში გატარება 162 ევრო დაგიჯდებათ. ამასთან, ამავე რეიტინგის მიხედვით, 2 პერსონაზე 2-3 კერძიანი კვების ღირებულებად 78 ევრო არის მიჩნეული, 2 ბოთლი ღვინის საშუალო ფასი 13 ევროა, ტაქსით 2 მგზავრობის საშუალო ფასი 3.90 ევრო, საზოგადოებრივი ტრანსპორტით 4 ცალმხრივი ბილეთის საშუალო ფასი კი 1.28 ევროა.
რეიტინგის ათეულში შემდეგი ევროპული ქალაქები მოხვდა:
- 1. თბილისი (საქართველო)
- 2. ორადეა (რუმინეთი)
- 3. კრაიოვ ა (რუმინეთი
- 4. ბუდაპეშტი (უნგრეთი)
- 5. ტიმისოარა (რუმინეთი)
- 6. პრაღა (ჩეხეთი)
- 7. კორდობა (ესპანეთი)
- 8. ბრნო (ჩეხეთი)
- 9. ზაგრები (ხორვატია)
- 10.გდანსკი (პოლონეთი)