თეგებით ძიება

საქართველოში 500-მდე სატვირთოა გაჩერებული, რის გამოც სომხეთში თხევადი გაზის ფასი 40%-ით გაიზარდა - დეტალები

სომხეთში თხევადი ნავთობის გაზის (LPG) ფასები ბოლო დღეებში 40%-ით გაიზარდა, რისი მიზეზიც ქართული მხარეა.

სომხური გამოცემა Azatutyun-ის ინფორმაციით, აღნიშნული საწვავი სომხეთში საქართველოს გავლით ხვდება, ქართულმა მხარემ კი სატრანზიტო პრობლემები შექმნა, რის გამოც ფასმა მომენტალურად და საკმაოდ დიდი მასშტაბებით მოიმატა.

სომეხი გაზის იმპორტიორები და გაყიდველი კომპანიები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მათი ასობით მანქანა გაურკვეველი მიზეზების გამო გააჩერეს.

„ჩვენი მძღოლები საქართველოში უკვე 8-9 დღეა ჩარჩენილი არიან და ჯერ კიდევ არ არსებობს ნიშანი იმისა, რომ ქართველები რეისის გაგრძელების საშუალებას მისცემენ“, - განუცხადა რადიო თავისუფლების სომხურ ფილიალს ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, საქართველოში თხევადი ნავთობის გაზით დატვირთული 500-მდე სატვირთოა გაჩერებული და ამ დრომდე საბაჟო ტერმინალებში რჩება.

აღსანიშნავია, რომ სომხეთში თხევად გაზს მანქანების საწვავად დიდი მასშტაბებით იყენებენ და ამჟამად ადგილობრივ ტაქსის მძღოლებს სერიოზული ზარალი ადგებათ. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ ამ ამბების დაწყების შემდეგ მათი დღიური ხარჯი 3500-4000 დრამით (9-10 აშშ დოლარი) გაიზარდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა