თეგებით ძიება

მეხის ჩამოვარდნის კადრი მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის შენობის თავზე - ამერიკელი ფოტოგრაფის შთამბეჭდავი ფოტოები

ამე­რი­კელ­მა ფო­ტოგ­რაფ­მა ორ­შა­ბათს, ძლი­ე­რი წვი­მის დროს, მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ცენ­ტრზე მე­ხის და­ცე­მის მო­მენ­ტი გა­და­ი­ღო - 34 წლის მაქს გუ­ლი­ა­ნის თქმით, მან ქა­რიშ­ხლის მო­ახ­ლო­ე­ბის ხმა გა­ი­გო და ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნის გა­და­სა­ღე­ბად თა­ვის საყ­ვა­რელ ად­გი­ლას - მა­ნ­ჰე­ტე­ნის და­სავ­ლეთ მხა­რეს მდე­ბა­რე ჰადსონ-რი­ვერ პარ­კის ნავ­მი­სად­გომ­თან - წა­ვი­და.

"სახ­ლში ვი­ყა­ვი, როცა ჭექა-ქუ­ხი­ლის ხმა გა­ვი­გე და მივ­ხვდი, რომ გა­რეთ უნდა გავ­სუ­ლი­ყა­ვი. მსმე­ნია, რომ ფლო­რი­და­ში ეს მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბა,

მაგ­რამ ნიუ-იორკში მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც ტემ­პე­რა­ტუ­რა 32 გრა­დუსს უახ­ლოვ­დე­ბა, ძა­ლი­ან ცხე­ლი დღე­ე­ბია, ამი­ტომ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ, რად­გან ეს ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა", - ამ­ბობს ფო­ტოგ­რა­ფი.

AccuWeather-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი აშშ-ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ნო­ბაა - 2015-დან 2020 წლამ­დე მან 189-ჯერ გა­ნი­ცა­და მე­ხის დარ­ტყმა.

წყა­რო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა