წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
ხვალ, 18 ივლისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის სათავე ნაგებობაზე, სატუმბო სადგურში წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ტუმბო აგრეგატის ძალოვან ტრანსფორმატორზე შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 18 ივლისს, დღის 14:00 საათიდან 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვარკეთილი 3-ის I, II და III მიკრორაიონებს, ჯავახეთის ქუჩა N68, სუხიშვილის, კოტეტიშვილის, კუპრაძის, დიმიტრი ალექსიძის, რაფიელ დვალის და ნიკოლოზ ლანდიას ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით