თეგებით ძიება

საქართველოს სკოლებში 640 ათასზე მეტი მოსწავლეა - რამდენი სკოლაა და როგორია საშუალო გადასახადი

2024-25 სასწავლო წელს, საქართველოს სკოლებში ჩარიცხულ მოსწავლეთა რაოდენობამ 640 700-ს მიაღწია, რაც წლიურად 1%-იანი ზრდის მაჩვენებელია. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში ვკითხულობთ.

„2024-25 სასწავლო წელს, საქართველოს სკოლებში ჩარიცხულ მოსწავლეთა რაოდენობამ 640 700-ს მიაღწია, რაც წლიურად 1%-იანი ზრდის მაჩვენებელია. მათგან 570 400 მოსწავლე (89%) საჯარო, ხოლო 70 300 (11%) კერძო სკოლებში სწავლობს.

საქართველოში სკოლების საერთო რაოდენობა 2 294-მდე შემცირდა, რაც სრულად კერძო სკოლების რაოდენობის შემცირებით არის განპირობებული. ამჟამად, საქართველოში 2 086 საჯარო და 208 კერძო სკოლა ფუნქციონირებს. კერძო დაწესებულებების შემცირებას ისეთი ფაქტორები იწვევს, როგორიცაა სკოლების შერწყმა და შეძენა, ასევე, ავტორიზაციის პრობლემები.

თბილისში კერძო სკოლებისა და კერძო სკოლების მოსწავლეთა ყველაზე მაღალი კონცენტრაციაა. დედაქალაქში 109 კერძო სკოლაა, სადაც 45.5 ათასი მოსწავლე სწავლობს. კერძო სკოლებში ჩარიცხვის მაჩვენებელი თბილისში 19.8%-ია, რაც ქვეყანაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რაც შეეხება სწავლის საფასურს, თბილისის კერძო სკოლების 47%-ში სწავლის წლიური საფასური 6 000-დან 12 000 ლარამდე მერყეობს, ხოლო 24%-ში 12 000 ლარზე მეტია.

კერძო სექტორმა 2023 წელს 242 მლნ ლარი გამოიმუშავა, რაც წინა წელთან შედარებით 21%-ით მეტია. ეს ზრდა განპირობებული იყო როგორც სწავლის საფასურის, ასევე, კერძო სკოლებში ჩარიცხული მოსწავლეთა რაოდენობის ზრდით“ - „თიბისი კაპიტალის“ პუბლიკაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა