სადახლო-ახქერფის გზის 8.6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება - გზების დეპარტამენტი
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სადახლო-წოფი-ახქერფის საავტომობილო გზის 8.6 კილომეტრიან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
"აღნიშნული მონაკვეთი სომხეთის რესპუბლიკის საზღვრამდე მიდის და მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კავშირია რეგიონისთვის. პროექტი ითვალისწინებს გზის სრულ რეაბილიტაციას, რაც მოიცავს: სავალი ნაწილისა და ერთი ხიდის რეაბილიტაციას, არსებული ხელოვნური ნაგებობების აღდგენასა და ახალი ნაგებობების, ასევე მიერთებების, წყალგამტარი მილების, ეზოებში შესასვლელების, ავტოსადგომისა და ავტოპავილიონების მოწყობას, საგზაო ნიშნებისა და მონიშვნის სამუშაოებს", - წერია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტის ღირებულება 6.6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.