ივნისში მშენებლობის მასალების ღირებულება 2.6%-ით გაიზარდა
ივნისში მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი 2.6%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ინდექსის წლიურ ცვლილებას, სამშენებლო სამუშაოები 2024 წლის ივნისთან შედარებით 3.9%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ივნისის ფასების ინდექსიდან ირკვევა.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად წლიურად ელექტროსამონტაჟო, წყალგაყვანილობის სამშენებლო/სამონტაჟო და სამოქალაქო ნაგებობების სამშენებლო სამუშაოებია გაძვირებული 12.4 და 9.6%-ით. მოსაპირკეთებელი სამუშაოები კი ივნისში წლიურად 2.5%-ით გაძვირდა. ივნისში ფასი თითქმის არ შეცვლილა (ზრდა 0.6%) ნაგებობების აღებისა და სამშენებლო მოედნის მომზადებაზე.