თეგებით ძიება

წელს საქართველოს საზღვარი 12 097 ტრაილერით ნაკლებმა გადაკვეთა - რამდენი ლარი შევიდა ბიუჯეტში

წელს იანვარ-ივნისში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან ბიუჯეტში 83 050 696 ლარი შევიდა, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით თითქმის 5%-ით ნაკლები მაჩვენებელია.

ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით (კონსოლიდაციის გარეშე) 2024 წლის იანვარ-ივნისში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 87 284 688 ლარი შევიდა.

შესაბამისად, ბიუჯეტში გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი 2025 წლის 6 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.2 მლნ ლარით შემცირდა.

არსებული ფინანსური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს დერეფანი 237 287-მა სატვირთომ გადაკვეთა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 249 384-მა ტრაილერმა. გამოდის, წელს, ქვეყნის საზღვარი 12 097 ტრაილერით ნაკლებმა გადაკვეთა.

ცნობისთვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა