თეგებით ძიება

საქართველომ ტურიზმიდან 6 თვეში $2 მილიარდის შემოსავალი მიიღო

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 1.97 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8%-ით არის გაზრდილი.

ამავე პერიოდში საქართველოში უცხოეთის მოქალაქეებმა 2,810,524 ვიზიტი განახორციელეს, რაც წლიურად 4.6%-ით არის გაზრდილი. შესაბამისად, ერთი ვიზიტის დანახარჯები საშუალოდ 701 დოლარს შეადგენდა.

ეროვნული ბანკი ითვლის იმას თუ რა თანხას ხარჯავენ უცხოეთის ვიზიტორები საქართველოში, თუმცა ამ დანახარჯების კალკულაცია მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის ვიზიტორებისთვის ხორციელდება.

ანგარიშის თანახმად, 2 მილიარდი დოლარიდან ყველაზე მეტი თანხა - 308 მილიონი დოლარი საქართველოში რუსი ვიზიტორების დანახარჯებს წარმოადგენდა. რუსი ვიზიტორების რაოდენობა ამავე პერიოდში 581 ათასს შეადგენდა, შესაბამისად, ერთი ვიზიტის საშუალო დანახარჯები 529 დოლარს შეადგენდა. მეორე ადგილს იკავებს ევროკავშირის ქვეყნების ვიზიტორები, მათი რაოდენობა წელს 202 ათასს შეადგენდა, შესაბამისად ერთი ვიზიტის საშუალო დანახარჯი 1371 დოლარი იყო. ასევე მაღალმხარჯველი ვიზიტორები ჰყავს საქართველოს ისრაელიდან, საიდანაც ერთმა ვიზიტორმა წელს 1,412 დოლარი დახარჯა საქართველოში. განსაკუთრებით მცირე იყო სომეხი ვიზიტორების დანახარჯები, რაც ვიზიტზე მხოლოდ 169 დოლარი იყო. თურქეთის მოქალაქეთა დანახარჯები კი 484 დოლარს შეადგენდა.

2025 წლის პირველ ნახევარში ტურიზმის შემოსავლები ქვეყნების მიხედვით:


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა